შეხვედრა მესამე სასწავლო კურსის მშობლებთან 11/26/2021 3:14 PM

დღეს მესამე სასწავლო კურსის კადეტებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა შედგა.

შეხვედრას მესამე სასწავლო კურსის უფროსი მაიორი გენადი ჯიბლაძე უძღვებოდა. მაიორმა ყურადღება გაამახვილა კადეტთა მომავალ პროფესიაზე და სწორი არჩევანის გაკეთების მნიშვნელობაზე.

მოგვიანებით მშობლებს ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა მაიორმა ვაჟა ჭელიძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის დასასრულს მშობლებს სასწავლო ჯგუფის დამრიგებლები შეხვდნენ და კადეტა აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ფოტო გალერეა