მეორე სასწავლო კურსისმა პრაქტიკული საველე სწავლება დაასრულა 06/27/2018 12:00 AM

   მეორე სასწავლო კურსის კადეტებმა პრაქტიკული საველე სწავლება დაასრულეს. ბოლო მეცადინეობა დაეთმო საპატრულო ბაზის მოწყობას. კადეტებს ოცეულის სერჟანტის მოვალეობის შესრულება დაევალათ და ისინი მთელი ღამის განამვლობაში აკონტროლებდნენ საკუთარ პერიმეტრს. მეორე სასწავლო კურსის პირად შემადგენლობასთან საველე სწავლების შეჯამება და განხილვა კადეტთა კლუბში შედგა. ღონისძიებას მასტერ სერჟანტი ლევან ჯანგირაშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე განხილული იქნა თითოეული სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. კადეტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები სწავლებასთან დაკავშირებით. დასასრულ კადეტებს, გამოჩენილი შრომისმოყვარეობისა და სამხედრო საქმისადმი განსაკუთრებული ინტერესისათვის გადეცათ სიგელები. ასევე სიგელით დაჯილდოვდა ინტელექტუალური თამაშის საუკეთესო მოაზროვნე მარიამ კობერიძე. ღონისძიებას ესწრებოდა მეორე სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ვიცე პოლკოვნიკი ვახტანგ ლომთაძე.

ფოტო გალერეა