შეხვედრა მეორე კურსის კადეტთა მშობლებთან 04/16/2021 3:46 PM

დღეს მეორე სასწავლო კურსის კადეტთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ლიცეუმის დირექცია, სასწავლო კურსის უფროსი და სასწავლო ჯგუფის დამრიგებლები ესწრებოდნენ.

მშობლებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართა. მან აქცენტი ლიცეუმის უსაფრთხო გარემოს, კადეტთა დისციპლინასა და განათლების ხარისხზე გააკეთა.

შეხვედრის ფარგლებში მშობლებს ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა მაიორმა ვაჟა ჭელიძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ საინტერესო და ინფორმაციული შინაარსის პრეზენტაცია წარუდგინა.
მშობლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს როგორც დირექციის წარმომადგენლებმა, ასევე მასწავლებლებმა.

ფოტო გალერეა