2016 წლის 23 იანვარს ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 2016 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავჯდომარემ დავით დვალმა გადასცეს.
2014-2015 სასწავლო წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ჰყავს 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედალოსანი: ლუკა ბრეგვაძე, ნიკა ჩინჩალაძე, რადიონ ცხაკაია, შოთა ბასარია, ალექსანდრე პინული.