მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიცეუმში 03/28/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ მეგზურობა კადეტებმა გაუწიეს. თავდაპირველად ანი სილაგაძემ და გიგი ფანჩვიძემ ახალგაზრდებს პრეზენტაცია და ლიცეუმის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინეს. შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხეს. მოსწავლეთა ვიზიტი ლიცეუმის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

ფოტო გალერეა