მწერლების სტუმრობა ლიცეუმში 12/24/2015 12:00 AM

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს თანამედროვე მწერლების მობილური ჯგუფი ესტუმრა. შეხვედრის ფორმატის თანახმად, მწერლებმა კადეტებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება. გაიმართა დისკუსია დამსწრე საზოგადოებასთან მათთვის საინტერესო თემებზე, სადაც თავიანთი შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა კადეტებსაც მიეცათ: დაჩი ბერიძეს და გიგა ლოლაშვილს. 

   პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის 14 აპრილიდან დაიწყო და მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს თანამედროვე ავტორებს, წარმოადგინოს ქართული ლიტერატურის ცოცხალი პროცესი და დაახლოვოს მწერალი და მკითხველი ერთმანეს.

ფოტო გალერეა