პროექტი-"მათემატიკა საინტერესო და საჭირო ჩვენს ცხოვრებაში" 03/06/2023 4:32 PM

პროექტის -,,მათემატიკა-საინტერესო და საჭირო ჩვენს ცხოვრებაში“ ფარგლებში კადეტები ესტუმრნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტს.
 
კადეტებს პროფესორი ტარიელ ქემოკლიძე და ასოცირებული პროფესორი დავით ლეკვეიშვილი შეხვდა. მათ კადეტებთან შეხვედრისას ისაუბრეს მათემატიკის განსაკუთრებული როლის შესახებ კაცობრიობისა და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. პროფესორმა დავით ლეკვეიშვილმა ინტერაქტიულ პროცესში განიხილა იტალიელი მათემატიკოსის ვიტო ვოლტერას და ამერიკელი მათემატიკოსის ალფრედ ლოტკას პოპულაციების მათემატიკური მოდელი, რომელიც მათემატიკური სიზუსტით აღწერს და ამტკიცებს ეკონომიკაში, ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში მიმდინარე კანონზომიერებებს.
 
პროექტის მიზანია კადეტებმა გააცნობიერონ სასკოლო მათემატიკის როლი სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მართვისას. პროექტს ხელმძღვანელობდა ლიცეუმის მათემატიკის მასწავლებელი ბელა აკობიძე.
 
ფოტო გალერეა