მასწავლებლის საერთაშორისო დღე 10/05/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ხელმძღვანელი ნინო გედენიძე, მანანა რუხაია). საზეიმო კონცერტს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგიური პერსონალი, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები დაესწრნენ. ლიცეუმის პედაგოგებს კადეტებმა პროფესიული დღე გულთბილი სიტყვებით, სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრით მიულოცეს. კონცერტის დასასრულს ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ პედაგოგებს სიტყვით მიმართა და ყურადღება მათ ღვაწლსა და როლზე გაამახვილა. ლიცეუმის დირექციამ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული თაიგულებითა და კინოსეანსის ბილეთებით მიულოცა.

ფოტო გალერეა