"კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უსაფრთხო სკოლის მოდელი" - ამ თემით ლიცეუმის პედაგოგი ნინო ოყრეშიძე მასწავლებელთა საუნივერსიტეტო კონფერენციაზე წარსდგა. თემამ მოწონება დაიმსახურა და პედაგოგი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
კონფერენცია ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში გაიმართა და მასში შესარჩევი ეტაპის შედეგად გამარჯვებული თორმეტი მომხსენებელი მონაწილეობდა. აქტივობა ორგანიზებული იყო განათლების საერთაშორისო აკადემიის მიერ.