მასწავლებელთა პროფესიული განვითარება 06/26/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგები მასწავლებელთა სტატუსის ასამაღლებლად ემზადებიან. ლიცეუმის პედაგოგები ჩართული არიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. მათ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული წესების შესაბამისად, სკოლის მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთული აქვთ სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, რომელთაც შეაფასებს და შესაბამის კრედიტქულებს მიანიჭებს ლიცეუმის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფი. საბოლოოდ მასწავლებელთა მიერ მოპოვებული კრედიტქულების აღიარება ხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. ლიცეუმს 42 პედაგოგი ჰყავს, რომელთაგან 5 წამყვანი მასწავლებლის, დანარჩენი კი უფროსი მასწავლებლის სტატუსს ატარებს. ლიცეუმის პედაგოგები: ქალთამზე მელქაძე, ელენე კოხრეიძე, ზინა ბუბუტეიშვილი, ეკა მურუსიძე, ბელა აკობიძე, ბესიკ მაჩიტაძე, მურმან სურმავა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ემზადებიან. მათ წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვების გაკვეთილი, განახორციელეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული აქტივობები (ბმული) და ელოდებიან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მასწავლებელთა ოთხი კატეგორიაა განსაზღვრული: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. კატეგორიის შენარჩუნებისა და ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასასვლელად მასწავლებლებს გარკვეული აქტივობების განხორცილება უწევთ, რომელთა მიხედვითაც ენიჭებათ შესაბამისი კრედიტქულა.

ფოტო გალერეა