მასწავლებლის საერთაშორისო დღე 10/05/2017

 სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლებს დირექციამ და კადეტებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს. ლიცეუმის კლუბში შეკრებილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ. ლიცეუმის დირექტორი სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდნარე ლიცეუმში არ იმყოფებოდა. ამიტომაც ონლაინ ჩართვის საშუალებით მიმართა მან მასწავლებლებს. ,,თქვენი წყალობით კადეტები სწავლობენ საკუთარი იდეების რწმენას, იძენენ სიმტკიცესა და ნებისყოფას, ეჩვევიან კარგისა და ცუდის გარჩევას, საკუთარი ინტელექტისა და შესაძლებლობების გადაცემას. თქვენ მათ აძლევთ საშუალებას, რომ გახდნენ გამბედავები, სწამდეთ საკუთარი თავის. ჩევენ ერთად ვზრუნავთ ქვეყნისთვის ღირსეული მომავალი თაობები აღვზარდოთ, მჯერა რომ ამ პროცესში ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ და გადავლახავთ“- განაცხადა დირექტორმა. კადეტებმა ეს დღე მასწავლებლებს, ლიცეუმის ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელის მანანა რუხაიას დახმარებით მცირე წარმოდგენით გაულამაზეს. დასასრულ კი ყვავილები უსახსოვრეს.

ფოტო გალერეა