მარათონი -„სიცოცხლე მოძრაობაა“ 06/04/2018 12:00 AM

   „სიცოცხლე მოძრაობაა“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარათონი გაიმართა. სპორტულ აქტივობაში ქუთაისის 10 სკოლის 95 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები. მოსწავლეთა მხარდასაჭერად მათთან ერთად გარბენში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ოფიცრები და სერჟანტები. მარათონის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი - მხეიძე მიხეილი (კადეტთა სამხედრო ლიცეუმი) ; II ადგილი- ენუქიძე ჯიმი ( ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლა); III ადგილი - ენდელაძე თორნიკე (კადეტთა სამხედრო ლიცეუმი). გამარჯვებულ მოსწავლეებს ქუთაისის მერიისაგან დიპლომები და მედლები გადაეცათ, ფინიშის ხაზთან მისულ ყველა მონაწილეს კი-სიგელები. საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს მედლები და დიპლომები ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა გადასცა. მარათონი, რომლის ტრადიციად ჩამოყალიბება იგეგმება, გასულ წელსაც მოეწყო. გარბენის ორგანიზატორი გახლდათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, მხარდამჭერი კი - ქალაქ ქუთაისის მერია, ასევე, კომპანია „სნო“.

ფოტო გალერეა

ვიდეო