მაგიდის ჩოგბურთი 12/26/2019 12:00 AM

   სასწავლო კურსებს შორის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დასკვნითი ტურის შედეგად საპრიზო ადგილები მეორე და მესამე სასწავლო კურსის კადეტებმა გაინაწილეს. პირველი ადგილი მესამე სასწავლო კურსის კადეტმა გიორგი თადუმაძემ დაიკავა, მეორე და მესამე ადგილები კი მეორე სასწავლო კურსის კადეტებმა ელენე რატიანმა (მეორე სასწავლო ჯგუფი) და ვასო ფხაკაძემ (მესამე სასწავლო ჯგუფი) გაინაწილეს. სასწავლო წლის განმავლობაში სპორტის პედაგოგის კობა ვერულაშვილის ორგანიზებით აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ღონისძიებები. გამარჯვებული კადეტები თასებით, მედლებითა და სიგელებით ჯილდოვდებიან.

ფოტო გალერეა