ლიტერატურული კლუბი 12/20/2018 12:00 AM

   ლიცეუმში ლიტერატურული კლუბი ჩამოყალიბდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ლიცეუმის პირად შემადგენლობასთან გაიმართა შეხვედრა. პროექტის პრეზენტაცია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლალი ლარცულიანმა წარმოადგინა. ლიტერატურით დაინტერესებულ კადეტებს კლუბი შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეთ სივრცე, ადგილი, სადაც შეიკრიბებიან, ისაუბრებენ, იმსჯელებენ, გაცვლიან მოსაზრებებს, გამართავენ დისკუსიებს, ერთმანეთს გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, შეხვდებიან თანამედროვე ქართველ მწერლებს. აღსანიშნავია, რომ კლუბში გაწევრიანება შეუძლია ლიცეუმში მომუშავე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. დღესვე გამოცხადდა კლუბის სახელწოდების, ლოგოსა და სლოგანის კონკურსი. ლიტერატურული კლუბის მუშაობას უხელმძღვანელებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

ფოტო გალერეა