ლიცეუმში ბეისბოლისა და სოფტბოლის სწავლება დაიგეგმა 02/21/2018

   ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი გელა ჩიხრაძე, ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე და ამავე სკოლის ბეისბოლის გუნდის წევრები. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია. სტუმრები შეხვდნენ ლიცეუმის დირექციასა და დაინტერესებულ კადეტებს. შეხვედრაზე დაიგეგმა ლიცეუმში ბეისბოლისა და სოფტბოლის სწავლება. დასასრულ, ფედერაციის პრეზიდენტმა კადეტებს თამაშისთვის საჭირო აღჭურვილობა უსახსოვრა და თამაშის განვითრაებისთვის ხელშეწყობას დაჰპირდა.

ფოტო გალერეა