ლიცეუმი აცხადებს გოგონათა და ვაჟთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის 06/13/2016 3:03 PM

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს 2016-2017 სასწავლო წლისათვის გოგონათა და ვაჟთა მიღებას.

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2016 წელს დაამთავრებენ     ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 20 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით. ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით)     10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი: ქ.ქუთაისი ავტომშენებლის №51

      ფიზიკური ტესტი ჩატარდება:  23.06.2016წ - 06.07.2016წ;

      ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდება: 11.07.2016წ.