ლიცეუმში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა 03/09/2020 12:00 AM

   კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ლიცეუმის მთელი ტერიტორია , შენობა-ნაგებობები და ოთახები. აღსანიშნავია, რომ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ყოველთვიურად ტარდება გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოები ლიცეუმის ლაზარეთისა და სამეურნეო განყოფილებების ორგანიზებით.

   ფოტო გალერეა