ლიცეუმში მისაღები გამოცდების მესამე ეტაპი 07/14/2018 12:00 AM

   დღეს ლიცეუმში სწავლის მსურველმა კანდიდატებმა ზოგადი უნარების ტესტის ვერბალური და მათემატიკური ნაწილები ჩააბარეს. რეგისტრაციისა და ინსტრუქციის მიღების შემდეგ მოსწავლეებს ორი საათი ჰქონდათ 60 დავალებისაგან შემდგარ ტესტებზე სამუშოდ. ზოგადი უნარების გამოცდა, ისევე როგორც მათემატიკის გამოცდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა. ტესტირებაზე სრულად გამოცხადდნენ რეგისტრირებული მოსწავლეები და რაიმე დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. კონკურსანტებისათვის გამოცდების პირველადი შედეგები 17 ივლისს გახდება ცნობილი. შედეგების გამოცხადების შემდეგ მათ შეეძლებათ გამოცდაზე დაფიქსირებული ქულების გასაჩივრება.

ფოტო გალერეა