კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა საყურადღებოდ !!! 05/16/2020 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას განახორციელებს.

   ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2020 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

   რეგისტრაციისა და გამოცდის თარიღები, ასევე მათი ჩატარების ფორმა ცნობილი იქნება 2020 წლის 30 მაისიდან. ინფორმაცია გამოქვეყნდება ლიცეუმის ოფიციალურ გვერდზე.