ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა საყურადღებოდ !!! 06/08/2018 12:00 AM

 სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას.
ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2018 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 18 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით. ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51
საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება კადეტის მიღების შესახებ;
2. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
2. მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
3. მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
4. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
5. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
6. დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
7. ავტობიოგრაფია;
8. ფოტოსურათი 3X4 ზე 2 (ორი) ცალი.
რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება ფიზიკური, მათემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტები.
ფიზიკური ტესტი ჩატარდება ლიცეუმში, მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდების ტესტები ჩატარდება თბილისსა (თბილისის №207 სკოლა, ჩარგალის №34) და ქუთაისში (ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, რუსთაველის №127). ტესტირება ჩატარდება ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ წერილობითი ფორმით.
7.07.2018 - მათემატიკის ტესტი;
8.07.2018 - ზოგადი უნარების ტესტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლიცეუმის ოფიციალური გვერდი: cadet.mod.gov.ge
ტელ: 577392428