ფიზიკური ტესტირების შედეგების გასაჩივრება კონკურსანტს სამი დღის განმავლობაში შეეძლება. სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 22, 23 და 24 ივლისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მისამართი: ქუთაისი ავტომშენებლის 51.
სააპელაციო განცხადების დასაწერად უნდა გამოცხადდეს კონკურსანტის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დამატებითი შეკითხვებისათვის დარეკეთ ნომერზე: 577 39 24 69.