ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ !!! 01/18/2018

 სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ !!!         ცვლილება შევიდა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატში. კერძოდ, ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალს დაემატა მათემატიკის გამოცდა (საბაზო საფეხურის დონე).

 მოსწავლემ, რომელსაც ლიცეუმში ჩარიცხვა სურს, უნდა ჩააბაროს ფიზიკური მომზადების, მათემატიკისა და ზოგადი უნარების  ტესტები. ზოგადი უნარებისა და ფიზიკური მომზადების ტესტების ფორმატი არ შეცვლილა. რაც შეეხება სიახლეს-მათემატიკის ტესტს-პროგრამა და ტესტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

საგამოცდო პროგრამის ბმული

ტესტის ნიმუში

 მათემატიკის საგამოცდო ტესტი შედგება  15 საკითხისაგან (12 დახურული და 3 ღია კითხვა). მასზე სამუშაოდ მოსწავლეს ექნება 2 საათი. დახურულპასუხებიანი კითხვები ფასდება 2 ქულით, ღიაპასუხებიანი კითხვები კი-4 ქულით. ტესტის შეფასების მაქსიმალური ნედლი ქულაა 36. 

  გაითვალისწინეთ, მათემატიკისა და ზოგადი უნარების ქულათა სკალირება მოხდება კოეფიციენტების მიხედვით. მათემატიკის კოეფიციენტია 3, ზოგადი უნარების-1. კოეფიციენტებიდან ჩანს რომ პრიორიტეტი მიენიჭება მათემატიკის გამოცდის შედეგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლის შედეგის დაანგარიშებისას მათემატიკის გამოცდაზე მიღებული ქულა გამრავლდება 3-ზე და მიღებულ შედეგს დაემატება ზოგადი უნარების გამოცდაზე მიღებული ქულა. მაგალითად, თუ მოსწავლემ მათემატიკის გამოცდაზე მიიღო 20 ქულა, ხოლო ზოგადი უნარების გამოცდაზე -30 ქულა. შედეგის გაანგარიშება მოხდება შემდეგნაირად: 20*3+30=90. ესე იგი, მოსწავლის საბოლოო შედეგი არის 90 ქულა.

გისურვებთ წარმატებებს!