დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა საბუთების მიღება დაიწყო. ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ 7 ივლისის ჩათვლით წარმოადგინონ საბუთები ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51.
საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება კადეტის მიღების შესახებ;
2. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
3. მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4. მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
5. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
6. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
7. დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
8. ავტობიოგრაფია;
9. ფოტოსურათი 3X4 ზე 2 (ორი) ცალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლიცეუმის ოფიციალური გვერდი: cadet.mod.gov.ge ტელ: 0341 29 61 15 • 0431 29 80 01 • 577 19 94 56