ლიცეუმის წარმატებული კურსდამთავრებული 06/19/2019 12:00 AM

   წელს რადიონ ცხაკაიამ აშშ-ს საზღვაო აკადემია წარმატებით დაასრულა. ის ლიცეუმის 2015 წლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია. მან სასწავლებელში ჩარიცხვამდე საკმაოდ რთული შესარჩევი კონკურსი გაიარა, რაშიც მას ლიცეუმში შექმნილი TOEFL -სა და SAT-ის კურსები დაეხმარა. ლიცეუმში შექმნიალია სპეციალური კურსები, რომლებიც დაინტერესებულ კადეტებს აშშ-სა და თურქეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად ამზადებს. იმისათვის, რომ კურსდამთავრებული გახდეს ხსენებული სასწავლებლების სტუდენტი, აუცილებელია იყოს სრულწლოვნი და წარმატებით გაიაროს TOEFL –ისა და SAT -ის საერთაშორსიოდ აღიარებული ტესტები, რომლებიც ამოწმებს აპლიკანტის ინგლისური ენის ცოდნის დონეს და მათემატიკურ პრობლემებზე მუშაობის უნარებს. წელს ლიცეუმის ოთხმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა TOEFL-სა და SAT-ის გამოცდები, აქედან ერთი აშშს სამხედრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას, დანარჩენი სამი გამომდინარე იქედან, რომ ასაკი არ უწყობთ ხელს მომავალ წელს გაივლიან შესარჩევ კონკურსს. ლიცეუმის სპეციალურ პროგრამებს ხელმძღავნელობენ: აკადემიური დოქტორი ნინო ყანჩელი (TOEFL), ასოცირებული პროფესორი თეა კორძაძე (SAT) და აღმოსავლური ენების მცოდნე, თურქოლოგი ირმა ასათიანი (თურქული ენა).

ფოტო გალერეა