ლიცეუმის წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთში 04/10/2022 1:42 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იმყოფება პოლონეთში, ქალაქ პოზნანში.
 
ერთკვირიანი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ანა კობახიძე და ლიცეუმის სასწავლო კურსის სერჟანტი, მასტერ სერჟანტი იმედა ბექაური პარტნიორ მხარესთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეიმუშავებენ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო კონფერენციებში, გამოფენებსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში.
 
ვიზიტი კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაიგეგმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სწავლებების ჩატარების, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და კადეტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.