2020 წლის გამოცდების პირველადი შედეგები და შედეგების აპელაცია 07/15/2020 12:00 AM

ქვემოთ მოცემულ ბმულზე განთავსებულია კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები.

ლიცეუმში ჩასარიცხად შეირჩევიან რეიტინგული სიის პირველი 121 მოსწავლე, მათ შორის რეიტინგული სიის 24 გოგონა.

სააპელაციო განცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 16 და 17 ივლისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისში სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში ქ. თბილისი, მინდელის N9);
ქ. ქუთაისში - კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (ქ. ქუთაისი ავტომშენებლის 51).

გაითვალისწინეთ: სააპელაციო განცხადებისთვის უნდა გამოცხადდეს მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 20 ივლისს. ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. მათ ლიცეუმის ადმინისტრაცია მიაწვდის ინფორმაციას სამედიცინო შემოწმების შესახებ. კანდიდატს, რომელსაც სამედიცინო შემოწმების შედეგად ექნება უარყოფითი პასუხი ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს. მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო კანდიდატი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 39 24 01.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები