ლიცეუმის 2020 წლის მისაღები გამოცდები 07/07/2020 12:00 AM

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას აბარებენ. 8 ივლისს კი ზოგადი უნარების გამოცდას გაივლიან.

გამოცდები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, თბილისსა და ქუთაისში მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით აპლიკანტთა სრული დასწრება დაფიქსირდა.

მოსწავლეთა გამოცდების პირველად შედეგები 16 ივლისს, ხოლო საბოლოო შედეგები 20 ივლისს გახდება ცნობილი.

ფოტო გალერეა