ლექცია 04/16/2019 12:00 AM

   „ცისფერყანწელები“ ამ სახელწოდებით კადეტებს ლექცია ქუთაისის საკრებულოს წევრმა, საპატიო მოქალაქემ, პოეტმა, ექიმმა და ქველმოქმედმა მერაბ კვიცარიძემ წაუკითხა. ლექციის დაწყებამდე კადეტებს საკუთარი თავი მისთვის დამახასიათებელი იუმორით წარუდგინა და საკუთარი შემოქმედება გააცნო, საინტერესო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. სტუმარსა და კადეტებს შორის თბილი და მეგობრული განწყობა სუფევდა. დასასრულ საპატიო სტუმარმა ლიცეუმის დირექტორს პოლკოვნიკ შალვა ძინძიბაძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ფოტო გალერეა