ლექცია თემაზე „დიდი აფეთქების თეორია“ 02/28/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ფიზიკის პედაგოგმა თეა ქუთათელაძემ მეორე სასწავლო კურსის კადეტებისათვის ლექცია ჩაატარა თემებზე: ,,დიდი აფეთქების თეორია“ და ,,ცერნი-მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია“. ლექცია ორი ნაწილისაან შედგებოდა. პირველი ნაწილი სრულად დაეთმო დიდი აფეთქების თეორიას, ამ სფეროში მეცნიერულ მიღწევებსა და ქართველი მეცნიერების წვლილს. მეორე ნაწილში კი პედაგოგმა ლაბორატორიის შესახებ ისაუბრა და საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა კადეტებს. მათში ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პედაგოგი თეა ქუთათელაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროგრამის-"პირველი გაცნობა ცერნთან" ფარგლებში იმყოფებოდა ცერნის კვლევით ლაბორატორიაში.

ფოტო გალერეა