ლექცია სპიკერების პროგრამის ფარგლებში 06/15/2018 12:00 AM

ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასწავლო ბატალიონის, მეოთხე კურსის უფროსის მოადგილემ, უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ქავთარაძემ I და II სასწავლო კურსის კადეტებთან ლექცია ჩაატარა თემაზე: ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი ქვეყნის სტაბილურობასა და აღმშენებლობაში“. მან შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. ინტერაქტიული ხასიათის ლექცია მიზნად ისახავდა კადეტებში შეიარაღებული ძალების ცნობადობის ამაღლებას.

ფოტო გალერეა