ლექცია „დიდი აფეთქების თეორია“ 03/02/2018

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფუნდამეტური ფიზიკის მაგისტრმა, ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, გრიგოლ ფერაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,დიდი აფეთქების თეორია“. ღონისძიებას ლიცეუმის დირექცია, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ. ლექცია, რომელმაც კადეტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. შეხვედრა, მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის კადეტ ზაურ სოსელიას მშობლის, ქალბატონ თამარ კორძაძის ორგანიზებით მოეწყო.

ფოტო გალერეა