ლექცია 12/06/2019 12:00 AM

   ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ კვიცარიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორები ომარ გვეტაძე და ავთანდილ ნიკოლეიშვილი. საპატიო სტუმრები კადეტებს შეხვდნენ და საინტერესო ლექცია წაიკითხეს ვეფხისტყაოსნისა და რუსთველოლოგიის შესახებ. შეხვედრა „ვეფხისტყაოსანს კითხულობს ქუთაისი“- პროექტის ფარგლებში შედგა და მას ლიცეუმის პირად შემადგენლობასთან ერთად, ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. პროექტს, რომელიც მიზანად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ვეფხისტყაოსნის პოპულარიზაციას, მხარს უჭერს ქუთაისის მერია. ავტორი რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი ანა რაზმაძეა.

ფოტო გალერეა