კადეტებმა პატივი მიაგეს გენერალ გიორგი კვინიტაძეს 05/25/2021 7:55 PM

დღეს ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა, სამხედრო მოსამსახურეებმა და კადეტებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ გმირს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს.
 
22 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთავარსარდალს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
სიმბოლურია, რომ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელს ატარებს. გენერალს კადეტთა კორპუსის ჩამოყალიბებასა და ისტორიის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
 
ფოტო გალერეა