კულტურული ღონისძიება 10/15/2018 12:00 AM

   15 ოქტომბერს მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მეცნიერ-პედაგოგის, ჟურნალისტის, მწერლის, საზოგადო მოღვაწის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის ბენია თხილავას დაბადების 80 და მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ბატონ ბენიას იუბილე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა თბილი სიტყვებით, მუსიკალური ნომრებითა და სამახსოვრო საჩუქრებით მიულოცეს. მიმლოცველთა შორის იყვნენ კადეტები (პედაგოგი ია დანელია), რომლებმაც წარმოადგინეს ბატონო ბენიას ლექსების მიხედვით შექმნილი კომპოზიცია ,,მამულზე ფიქრით".

ფოტო გალერეა