კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 05/10/2017

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება სახელწოდებით "სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა" გაიმართა. ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი მამა დავით ლონდარიძე და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

   ლიცეუმის კადეტებმა საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის თემატიკაზე შედგენილი სხვადასხვა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები წარმოადგინეს. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა ისტორიული მოვლენების შესახებ სიმღერები და დადგმები.

   პროექტის ფარგლებში სამხედრო ლიცეუმის კადეტები საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში იმყოფებოდნენ. მოისმინეს ლექციები და სპეციალური სემინარები. პროექტი "სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა" მიზნად ისახავდა საქართველოს ისტორიის უკეთ შესწავლას, საზღვრების განხილვას და ანალიზს, საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაციის მიღებას და პატრიოტული მუხტის გაძლიერებას.

   მსგავსი ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ხშირად იმართება.

ფოტო გალერეა