კულინარიული დუელი 06/21/2021 5:03 PM

დატვირთული სასწავლო კვირის ბოლოს კადეტებისათვის განტვირთვის დრო დადგა.

კადეტებისათვის კულინარიული დუელი გაიმართა. ისინი ერთმანეთს სალათების, ხინკლისა და მწვადის მომზადებაში შეეჯიბრნენ.

დუელში სასწავლო კურსების ოცეულებისგან წარმოდგენილი გუნდები მონაწილეობდნენ. კადეტთა მიერ მოზადებული კერძები შეაფასა ლიცეუმის ხელმძღვანელობამ, სასადილოს მენეჯერმა და ლაზარეთის უფროსმა.

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. ჟიურის მოწონება დაიმსახურეს პირველი და მეორე სასწავლო კურსების მესამე ოცეულის კადეტებმა.

ფოტო გალერეა