კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება 06/28/2019 12:00 AM

   კადეტები არასამთავრობო ორგანიზაცია “ედულაითის” მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. ისინი კონკურსის ორგანიზატორებისაგან სერტიფიკატებით, სიმბოლური საჩუქრებითა და ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა პრობლემურ თემაზე უნდა შეექმნათ ორწუთამდე ვიდეორგოლი. გამარჯვებული გამოვლინდა როგორც ჟიურის მიერ, ასევე სოციალურ ქსელში დაგროვილი მოწონებების მიხედვით. კადეტებმა საკონკურსოდ ოთხი ვიდეორგოლი გააგზავნეს. „სიტყვას დიდი ძალა აქვს“ - ამ თემაზე კადეტების მიერ მომზადებულმა ვიდეორგოლმა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მოწონება და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. საკონკურსო მასალის შექმნაზე მუშაობდნენ კადეტები: გიორგი გოგოჭური, გიორგი ბარამია და გიორგი გაწერელია. მათ ფასილიტაციას უწევდა ლიცეუმის ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი მანანა რუხაია.

ფოტო გალერეა