კონკურსი "ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს ზეპირად" 05/16/2019 12:00 AM

   პირველი სასწავლო კურსის კადეტმა რომეო ბედენაშვილმა (პედაგოგი სოფიკო ცხელიშვილი) ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - “ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს ზეპირად“ გამორჩეული მკითხველის სტატუსი მოიპოვა და შესაბამისი დიპლომით დაჯილდოვდა. მან ვეფხისტყაოსნის ასამდე სტროფი იცის ზეპირად. კონკურსი ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა. მასში ქუთაისის სკოლების 97 მოსწავლე მონაწილეობდა. ისინი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა ჯგუფებში და ერთმანეთს ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნასა და მხატვრულ კითხვაში დაუპირისპირდნენ. კონკურსის ჟიურის წევრთა შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარე, მწერალი ბ-ნი დავით შემოქმედელი, აკ.წერეთლის უნივერსიტეტის აკადემიკოსი ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ბატონი ვაჟა ჯუღელი და მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა მარჯანიშვილი.

ფოტო გალერეა