კონკურსი-"საუკეთესო ბიოლოგი" 12/22/2022 1:25 PM

ლიცეუმში კონკურსი „საუკეთესო ბიოლოგი“ გაიმართა.

კონკურსში პირველი და მეორე სასწავლო კურსის ექვსი ჯგუფის კადეტები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის ფინალურ ტურში 6 კადეტი გადავიდა.

ფინალური ტურის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული კადეტები.

საუკეთესო ბიოლოგი კადეტის ტიტული მოიპოვეს: ლუარსაბ ჯანგულაშვილმა (პირველი სასწავლო კურსი) და საბა ქარქაშაძემ (მეორე სასწავლო კურსი).

კონკურსი ყოველი სემესტრის დასასრულს გაიმართება. სასწავლო წლის დასასრულს კი გამოვლინდება წლის საუკეთესო ბიოლოგი კადეტი. კონკურსის ინიციატორი და ორგანიზატორია ლიცეუმის ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან კიკვაძე.

 

ფოტო გალერეა