კონკურსი „რობოტების შეჯიბრი“ 02/21/2020 12:00 AM

   კადეტები რობოტების საერთაშორისო კონკურსისთის ემზადებიან რობოტექნიკის კლუბის კადეტები აქტიურად მუშაობენ საერთშორისო კონკურსში „რობოტების შეჯიბრი“ მონაწილეობისათვის. ამ მიზნით კადეტები იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „FabLab”-ის ლაბორატორიაში. კადეტები საკონკურსო პირობების მიხედვით აწყობენ და აპროგრამებენ ორ რობოტს : „მინი სუმო“ და „Line Follower”. მათ ,,3D” პრინტერისა და ლაზერული მჭრელის გამოყენებით რობოტების გარკვეული დეტალები უკვე დაამზადეს. კონკურსისათვის კადეტებს ფასილიტაციას ლიცეუმის რობოტექნიკის პედაგოგები: თემურ სახელაშვილი და გიორგი ჩაჩუა უწევენ. მასშტაბურ კონკურსს, რომელიც 8-10 აპრილს თურქეთში გაიმართება, ორგანიზებას თურქეთის განათლების სამინისტრო უწევს. მასში 30-ზე მეტი ქვეყანა და 5000-მდე მონაწილეა ჩართული.

   ფოტო გალერეა