კონკურსი ნახატები ბიბლიურ თემებზე 01/25/2019 12:00 AM

   მეორე სასწავლო კურსის კადეტი გიორგი სამსონიძე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ,,ნახატები ბიბლიურ თემებზე“ ფინალისტი გახდა. ის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისაგან სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. კონკურსი, რომელიც სამ ეტაპს მოიცავდა, 2018 წლის 15 იანვარს დაიწყო და მასში საქართველოს სხვადასხვა სკოლის ექვსიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ უნდა შეექმნათ ნახატები ბიბლიურ თემებზე. კადეტ გიორგი სამსონიძეს ფასილიტაციას უწევდა ლიცეუმის ხელოვნების პედაგოგი თეა სულაბერიძე.

ფოტო გალერეა