კონკურსი „ახალგაზრდა ხელოვანი“ 12/26/2019 12:00 AM

   მეორე სასწავლო კურსის კადეტი თორნიკე კოპალიანი კონკურსის „ახალგაზრდა ხელოვანი“ გამარჯვებულია. ის კონკურსში ახალგაზრდა მხატვრის სტატუსით მონაწილეობდა. მას ფასილიტაციას პედაგოგი თეა სულაბერიძე უწევდა. დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისთვის განკუთვნილი კონკურსის მიზანი ახალგაზრდა ხელოვანი ადამიანების წარმოჩენა და მათი განვითარების ხელშეწყობა იყო. კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. ბოლო ეტაპზე, ფინალისტებმა შაორის „მომავლის ბანაკში“ 5 დღიანი მასტერკლასი გაიარეს. მათ პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით წელიწადის 12 თვის მიხედვით შექმნეს ნახატები და დაწერეს მოთხრობები. ფინალისტების საუკეთესო ნამუშევრები კი წიგნისა და კალენდრის სახით დაიბეჭდა. გრძელვადიანი პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული.

 ფოტო გალერეა