ლიტერატურული კონკურსი 12/21/2021 3:38 PM

მესამე სასწავლო კურსის კადეტები ქეთევან ხუნწარია და მარიამ დარციმელია ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ფინალისტები არიან.

კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება და დახურვის ღონისძიება მწერალთა სახლში შედგა.

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მაია გაბუნია და კონკურსის მონაწილე მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე კონკურსის ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია შედგა. წიგნში, კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები არის შესული. მათ შორის კადეტების ქეთევან ხუნწარიასა და მარიამ დარციმელიას ესეები.

კონკურსის ორგანიზატორები აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მწერალთა სახლია. კონკურსის პარტნიორი კი გამომცემლობა "ინტელექტია".

ფოტო გალერეა