კონფერენცია „ოქროს რიცხვი-2019“ 05/25/2019 12:00 AM

დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია "ოქროს რიცხვი-2019 ". კონფერენციაზე სტენდური მოხსენენბები ჰქონდათ წარდგენილი ლიცეუმის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების “კადეტები“ და “Ca-დეტები” წევრებს შემდეგ თემებზე:

„ქიმია სამხედრო საქმეში“ - ზურაბ ფარქოსაძე, ლაზარე შავგულიძე (მასწავლებელი-ეკა მურუსიძე)

„ქიმიის როლი ჯანსაღ ცხოვრებაში“ - გიორგი მიქავა, თამარ კაპანაძე (მასწავლებელი-ეკა მურუსიძე)

„ნიტრატების რაოდენობის განსაზღვრა ზოგიერთ ბოსტნეულ კულტურაში“ - ანი გორგაძე, დიანა მუშკუდიანი (მასწავლებელი- ნესტან ბანცაძე)

კადეტებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები კონფერენცია "ოქროს რიცხვი-2019 " მონაწილეობისა და მოხსენებისათვის.

კონფერენციაზე ასევე ჩატარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევნები, რომლის წევრად არჩეულ იქნა მასწავლებელი ეკა მურუსიძე.

კონფერენცია "ოქროს რიცხვი" ორგანიზებულია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.იგი მიზნად ისახავს ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას, აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოვლენას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადებას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციისადმი ხელისშეწყობას.

ფოტო გალერეა