მეორე სასწავლო კურსის კადეტმა ნინო ბარბაქაძემ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის საყოველთაო დღისადმი მიძღვნილ მოსწავლეთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კადეტმა ნინო ბარბაქაძემ აქცენტი ქალთა უფლებებზე გააკეთა და საკუთარი ნამუშევრის -„ქალთა უფლებების კვალდაკვალ“ პრეზენტაცია ჩაატარა. საკონფერენციო ნამუშევრის ხელმძღვანელი მასწავლებელი მურმან სურმავაა.
მოსწავლეთა კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.