,,კინო სკოლაში“- დასკვნითი ღონისძიება 11/28/2016 9:27 AM

   2016 წლის 27 ნოემბერს გაიმართა დასკვნითი ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის? სახელწოდებით ,,კინო სკოლაში“. თამაშს უძღვებოდა ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი მოსიძე. თამაშში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მაშტაბით შესარჩევ ტურში გამარჯვებულმა 85 გუნდმა. მათ შორის იყვნენ სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები. (ხელმძღვანელი: მანანა რუხაია).

   რეგიონის სკოლის მოსწავლეებს შორის 1-2 ადგილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა აიღეს. გამარჯვებული მოსწავლეები კულტურის მინისტრმა ბატონმა მიხეილ გიორგაძემ პლანშეტებითა და წიგნებით დააჯილდოვა.

   „კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს, საქართველოს მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას, ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.

ფოტო გალერეა