კინო სკოლაში 10/01/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განახლდა პროექტი „კინო სკოლაში“. შემოდგომის სეზონი ლანა ღოღობერიძის ფილმით „როცა აყვავდა ნუში“ გაიხსნა. ფილმის ჩვენებას კინო ცენტრის წარმომადგენელი ლია უკლება უძღვებოდა. ტრადიციულად ფილმის დასრულების შემდეგ კადეტები საინტერესო დისკუსიაში ჩართვნენ. პროექტი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კინო ცენტრის მიერ ხორციელდა და ის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ნახონ საინტერესო ფილმები, ჩართონ დისკუსიაში, გადაიღონ ფილმები, განივითარონ კადეტეთა სამხედრო ლიცეუმში პროექტს კოორდინირებას უწევს ლიცეუმის ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი მანანა რუხაია.

ფოტო გალერეა