კალიგრაფიის კონკურსი 04/08/2019 12:00 AM

   პირველი სასწავლო კურსის კადეტმა თორნიკე კოპალიანმა პროექტში ,,საქართველო წერს ვეფხისტყაოსანს" მიიღო მონაწილეობა. ის როგორც კალიგრაფიის საქალაქო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ავტორმა მერაბ კვიცარიძემ მიიწვია. პროექტის ფორმატიდან გამომდინარე თორნიკე კოპალიანმა ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი გადაწერა და ამით საკუთარი წვლილი შეიტანა ხელნაწერი წიგნის შექმნაში. პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი წიგნი ექიმის, პოეტის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის მერაბ კვიცარიძის ინიციატივით დაიწყო და მასში მონაწილეობას ღებულობენ ქვეყნისთვის ცნობილი ადამიანები.

ფოტო გალერეა