კალიგრაფიისა და შემოქმედ მოსწავლეთა კონკურსი 02/09/2018

   2018 წლის 9 თებერვალს ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა კალიგრაფიისა და შემოქმედ მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. საქალაქო კონკურსის გამარჯვებულთა შორის იყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I სასწავლო კურსის კადეტები:ნანა დიხამინჯია და მარიამ ლილუაშვილი (პედაგოგები:ი.დანელია, ე.კოხრეიძე). მათ მოპოვებული წარმატებისათვის სიგელები და წიგნები გადაეცათ.

ფოტო გალერეა