კალათბურთის ჩემპიონატი 11/14/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გოგონათა კალათბურთის გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქალაქო ტურში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატში ქუთაისის სხვადასხვა სკოლის ათი გუნდი მონაწილეობდა. კადეტთა გუნდმა ფინალურ ტურში მოსახვედრად და საპრიზო ადგილის მისაღებად საკმაოდ რთული გზა გაიარა. მათ დაპირსიპირება მოუწიათ ქუთაისის მე-12, 29-ე, მე-11 და 41-ე სკოლების გუნდებთან. ფინალურ ტურში კადეტები ქუთაისის 41-ე სკოლასთან 10:8 ანგარიშით დამარცხდნენ, მაგრამ მე-11 სკოლასთან 6:1 ანგარიშით მოიგეს და მესამე საპრიზო ადგილიც მიიღეს. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობაში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აქტურადაა ჩართული. ჩემპიონატებისათვის კადეტთა მომზადებას უზრუნველყოფს სპორტის სპეციალისტი კობა ვერულაშვილი.

ფოტო გალერეა